საპასუხოდ ყველა ვარიანტს განვიხილავთ- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვეტოს დაძლევაზე
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის გადაწყვეტილება ვეტოს გაუქმების შესახებ სამწუხარო ნაბიჯია - დაწერა ჰანკე ბრუინს სლოტმა X-ზე.
მისი თქმით, განილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენების საპასუხოდ.
"საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება "უცხოური გავლენის" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გაუქმების შესახებ სამწუხარო ნაბიჯია. კანონი შეუთავსებელია EU-ის სტანდარტებთან, რაც ნათლად არის ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში. როგორც EU-ში, ჩვენც განვიხილავთ ყველა ვარიანტს ამ მოვლენების საპასუხოდ," - წერს სლოტი.