პოლიცია "ქართული ოცნების" ცარიელ ოფისს იცავს

28.05.24 23:36
პოლიცია "ქართული ოცნების" ცარიელ ოფისს იცავს

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ - ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. 

შსს-ის თანამშრომლები ცარიელი ოფისის წინ არიან განლაგებულნი. 

აქციის მონაწილეები მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, თუმცა იქ არცერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა. 

თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი  ლაშა ჯოხაძე "ტვ პირველთან" ამტკიცებს, რომ "სადაც საფრთხეა, იქ არიან", თუმცა რა საფრთხა მოსალოდნელი, შსს-ის მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს. 

სადაც საჭიროა, იქ ვდგავართ. პრეზიდენტის სასახლესთანაც ყურადღებით ვიყავით, კარგად დააფიქსირეთ, იდგა პოლიციელი. სადაც საფრთეა, რომ დაიძაბოს ვითარება იქ ვართ. რო ველოდებით, იმიტომ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს"- თქვა ჯოხაძემ. 

მსგავსი სიახლეები