"გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ" - კონგრესმენი მაკკოლი "ოცნებაზე"
აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ და უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს.
"სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს", - წერს მაკკოლი.