ოცნებას მილიონი შანსი ჰქონდა არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მათ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ - კრამონი
ქართულ ოცნებას მილიონი შანსი ჰქონდა არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მათ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ - ამის შესახებ ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს.
ისტორია არასდროს არის კეთილი მოღალატეების მიმართ - დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.
ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის კომენტირებისას ევროპარლამენტარი აღნიშნავს: " ისტორია არასდროს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ქართველი ხალხისთვის ისტორია კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან ისინი შემოუერთდებიან ევროკავშირს და არა რუსეთს" - წერს ის.