საქართველო არის და იქნება ევროპული ქვეყანა და ეს ჩემთვის გარდაუვალია - პრეზიდენტის შვილი აქციაზე მივიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.
"საქართველო არის და იქნება ევროპული ქვეყანა" - ამბობს პრეზიდენტის შვილი.
მე ვიყავი აქ ჩამოსული 26 მაისისთვის, რომელიც თვითონ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან აქ ვარ თბილისში და რამდენიმე კვირაა, ამ მოვლენებს ვუყურებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ მოსვლა და ამ მოსვლით იმის გამყარება, რომ საქართველო არის და იქნება ევროპული ქვეყანა და ეს ჩემთვის გარდაუვალია. ეს მისი იდენტობის შინაარსია.
არაჩვეულებრივი ნიშანია მობილიზების, ძალის და იმ გზავნილის თუ რამდენად არის ევროული ეს ქვეყანა"- ამბობს გორჯესტანი "რადიო თავისუფლებასთან".