პარლამენტი კანონის მიღებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ურთიერთობებს - პაუერი

29.05.24 10:15
პარლამენტი კანონის მიღებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ურთიერთობებს - პაუერი

USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას X-ზე ეხმაურება და ამბობს, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს.

"საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, - წერს სამანტა პაუერი X-ზე.

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

მსგავსი სიახლეები