ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს უფლებას არ მისცემენ, წაართვას ევროპული მომავალი - ბენ კარდინი

29.05.24 10:52
ხალხმა აჩვენა, რომ ივანიშვილს უფლებას არ მისცემენ, წაართვას ევროპული მომავალი - ბენ კარდინი

სამწუხარო დღე საქართველოსთვის - ასე ეხმაურება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში.

„რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ“, -წერს სენატორი ბენ კარდინი.

პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

მსგავსი სიახლეები