რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა - ბილდტი

29.05.24 11:01
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა - ბილდტი

რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს. "ტრაგიკულია", - აღნიშნავს კარლ ბილდტი. 

„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, - წერს კარლ ბილდტი X-ზე.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი. 

მსგავსი სიახლეები