ზელენსკის ულტიმატუმი და ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებული პატიმრები - სააკაშვილის კომენტარი "ტვ პირველს"

19.07.21 12:40
ზელენსკის ულტიმატუმი და ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებული  პატიმრები - სააკაშვილის კომენტარი "ტვ პირველს"

,,მას მერე, რაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ ჩავიდოდა სამიტზე, დღეს დილას ფართხა-ფურთით ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა უკრაინელი მეზღვარუბი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, "ტვ პირველს" განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინული კატარღა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ იქ სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი იმყოფებოდა და ეგონათ, რომ გემზე თავადა სააკაშვილი იქნებოდა. 

შარშან, ნომებერში, სრულიად უკანონოდ იქნა დაკავებული უკრაინული კატარღა, რომელიც ახორციელებდა მშვიდობიანი გავლის უფლებას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც დაშვებულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით. ისინი დააკავეს იმიტომ, რომ კატარღაზე იყო სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი ჩემი პრეზიდენტობის დროს, მიხეილ ბატურინი და რატომღაც ჩათვალეს, რომ რომ ამ კატარღაზე შეიძლება, ვყოფილიყავი მე. მას შემდეგ, რაც ვერ აღმომაჩინეს, ესენი მაინც დააკავეს და პროკურატურა მათ გაშვების სანაცვლოდ ბრალის აღიარებას სთხოვდა, რაზეც უკრაინელებმა უარი განაცხადეს. ისინი 9 თვის განმავლობაში ამყოფეს ციხეში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი საქართველოსთან და თქვა, რომ არ ჩავიდოდა არც ევროკავშირის მოწყობილ სამიტზე. მოლდოვის პრეზიდენტმაც თქვა, რომ თუ უკრაინელები არ ჩავიდნენ, ისიც არ ჩავიდოდა სამიტი ეშლებოდათ. დღეს დილით, ფართხა-ფურთხით, დილის 7 საათზე, ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა"- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ბატულინის გამოშვებას არ გეგმავდა, თუმცა უკრაინელმა მეზღვაურებმა მკაფიოდ უთხრეს ციხის ყფროსს, რომ კოლეგას მარტო არ დატიოვებდნენ. 

მეტიც, სააკაშვილი ამბობს, რომ არცერთ მეზღვაურს შეწყალების თხოვნაზე ხელი არ მოუწერია: 

უფრო მეტიც, მათთან ციხის უფროსი იყო შესული. ითხოვდა უკრაინელებს ცალკე დაეწერათ განცხადება, ბატულინს ტოვებდნან. უკრაინელებმა უთხრეს, რომ ბატულინს არ დატოვებდნენ და არაფერს მოაწერდნენ ხელს, რადგან უდანაშაულოდ ჰყავდათ დაკავებულები. საბოლოო ჯამში ისინი შეიწყალეს შეწყალების თხოვნის გარეშე, ბატულინთან ერთად. ეს პირველ რიგში პრეზიდენტ ზელენსკის  და სერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა. 
და ის, როგორც სამარცხვინოდ მოიქცა საქართველოს ე.წ. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი დროზე არიან მოსაშორებლები. კიდევ ერთხელ სირცხვილი აჭამეს ჩვენ ქვეყანას და შელახეს მისი რეპუტაცია, თავის არასოლიდური, უკანონო საქციელით. 

საქართველოს ე.წ. პრეზიდენტმა კი მორიგჯერ დაადასტურა, რომ მარიონეტია და შემსულებელი ბატონის - ივანიშვილის ყველა ბრძანესის.