მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ აშშ-ს და EU-ს ტონი შერბილებულია
რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ევროკავშირიდან და ამერიკიდან წამოსული კრიტიკის ქარცეცხლის მიუხედავად, "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ პარტნიორების ტონი შერბილებულია. ივანიშვილის დანაყოფის წევრი ამბობს, რომ გუშინ ოპოზიციას პოლიტიკური პანაშვიდი ჰქონდა.
განცხადებები ევროკავშირიდან და ამერიკიდან იყო უკვე შერბილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დაგვინახეს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს სურვილი (ურთიერთობების გადახედვის) უკვე აღარ აქვს არც ევროკავშირს, არც სხვა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია გუშინ უკვე უკვეთავდა პოლიტიკურ პანაშვიდებს. ეს კარგია, - ამბობს მაჭარაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.