ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არაპროდუქტიულია - მათიკაშვილი
ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არაპროდუქტიულია, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ პარტნიორები საქართველოსთან ურთიერთობებს არ გადახედავენ.
აბსოლუტურად ყველა დარწმუნდება, რომ არც შანტაჟის ენით არ არის პროდუქტიული ჩვენს საზოგადოებასთან, საქართველოსთან ურთიერთობა. საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობა ვერ და არ შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ ვინმემ უსამართლოდ საქართველო გამოარჩიოს და არასწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში, - ამბობს მათიკაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.