"რა ღალატი, კარგით რა..." - თენგიზ შარმანაშვილი რუსული კანონის მიღებით კმაყოფილია

29.05.24 11:22
"რა ღალატი, კარგით რა..." - თენგიზ შარმანაშვილი რუსული კანონის მიღებით კმაყოფილია

 

 

 

თენგიზ შარმანაშვილი რუსული კანონის მიღებით კმაყოფილია - დეპუტატი "პირველებთან" ამობს, რომ საშის კანონზე ხელმოწერით ღალატი არ ჩაუდენია და მისი თქმით, სისულელეა, თუ ვინმე ამას ამბობს.

კმაყოფილი ვარ, აბა ხმას ხომ არ მივცემდი, კმაყოფილი რომ არ ვიყო. ვინც პროტეტსტს გამოთქვამდა, იმაზე მეტ ხალხს ამ კანონის მიღება უნდოდა. სად არის ეს ხალხი? არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. არჩევნებზე დაგიმტკიცებთ. 

ის რომ ღალატი ჩავიდინეთ, კარგით რა, ეს არის აბსოლუტური სისულელე", - ამბობს შარმანაშვილი. 

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოდადებულ კანონს უმრავლესობის დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი. 

მსგავსი სიახლეები