ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ეკადრება საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს - რუსულ კანონზე ხელმომწერი ლომინაძე

29.05.24 11:40
ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ეკადრება საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს - რუსულ კანონზე ხელმომწერი ლომინაძე

რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი ზაზა ლომინაძე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, რომ კანონის მიღების შემდეგ წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება. 

მისი თქმით, უმრავლესობა ისე მოიქცა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ეკადრება.

თუ თვალს გაახელთ დაინახავთ და თუ თვალების გახელა არ გინდათ, ვერ დაინახავთ. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ეკადრება საქართველოს სახელმწიფოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს, ევროპული განვითარების გზას. ვნახავთ წლის ბოლოს მოლაპარაკებები გაიხსნება თუ არა. პასუხისმგებელი თქვენ გახდით იმ სიტყვებზე, რასაც ამბობთ", - ამბობს ზაზა ლომინაძე. 

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოდადებულ კანონს უმრავლესობის დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი. 

მსგავსი სიახლეები