ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - "ოცნების" დეპუტატი სხდომაზე რუსული რუბლებით მივიდა
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ რუსული კანონის დაკანონება გააპროტესტა.
"ოცნების" დეპუტატი სხდომაზე რუსული რუბლებით მივიდა და ოპოზიციას ბრალდება აქეთ წაუყენა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ამის შემდეგ საკრებულოს წევრებმა სხდომა დატოვეს და სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.
"84 კაცის ჭკუაზე როგორ ატარებთ ქვეყანას. ნუ მიყვებით მათ პოლიტიკურ სამარეში", - ეუბნებოდნენ ოპოზიციის წევრები "ოცნების" დეპუტატებს.