"ოცნება" ცდილობს გაიტაცოს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალი - კორტნი

29.05.24 12:20
"ოცნება" ცდილობს გაიტაცოს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალი - კორტნი

საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ჰელსინკის კომისიის ფარგლებში,4 ივნისს აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მომხსენებლი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იულიამ კორტნიც იქნება.

კორტნი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ოცნებას" საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალს გატაცებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ანტიდასავლურ გზას ირჩევს.

კორტნის თქმით, რუსული კანონის შეიძლება ოლიგარქის გუნდს საქართველოში არჩევნების გასაყალბებად უნდოდეს, რადგან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობაში "ოცნებას" მხარდაჭერა აღარ აქვს.

"ქართული ოცნება" ცდილობს გაიტაცოს საქართველოს დემოკრატიული, ვეროპული მომავალი. ცდილობენ, ხალხს მოპარონ ის, რაც მათი სურვილია. ქართველი ხალხი ირჩევს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. გზას, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი ირჩევს, არის არადემოკრატიული, ანტიდასავლური. ვიცით, რომ ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. შესაძლოა, ე.წ. აგენტების კანონის მიღება არჩევნებს უკავშირდებოდეს და ქართული ოცნების სურვილს ჩაატაროს არჩევნები არასამართლიან გარემოში, რადგან მას აღარ აქვს დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. რაც შეეხება სანქციებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ბლინკენმა უკვე ისაუბრა სავიზო სანქციებსა და შეზღუდვებზე. ამერიკა და ევროპული სახელმწიფოებიც გეგმავენ, რომ "ოცნების" ქმედებებს მკაცრად უპასუხონ, რათა ქვეყანა უფრო ავტორიტარული მიმართულებით არ წავიდეს. მუშაობა გრძელდება, თუ საქართველო ანტიდემოკრატიული გახდება, შემცირდება დასავლური ინვესტიციები, ქართველები ნაკლებად თავისუფლები იქნებიან. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ჰელსინკის კომისიაშიც გამოვალ მოხსენებით და დეტალურად ვისაუბრობ გზაზე, რომელიც ქართველებმა გაიარეს. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, გააგრძელონ ევროპისკენ სწრაფვა და ძალისხმევა უფრო ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად", - ამბობს კორტნი.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.


 

მსგავსი სიახლეები