ეს დაკარგული შესაძლებლობაა - მიშელი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს

19.07.21 13:00
ეს დაკარგული შესაძლებლობაა - მიშელი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე საუბრობს

"ეს ნამდვილად არის  დაკარგული შესაძლებლობა" - ამის შესახებ შარლ მიშელი პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ  აცხადებს. მიშელის თქმით, დოკუმენტის პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროკავშირის  ფინანსურ დახმარებას.  მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების მნიშვნელობას. 

ჩემი მთავარი მესიჯი არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება მთავარი გარანტიაა იმისათვის, რომ საქართველო თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. განსაზღვრული წინსვლა არის მნიშვნელოვანი. მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი ამ შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საქართველოსადმი. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს ნამდვილად არის  დაკარგული შესაძლებლობა", - ამბობს მიშელი.