იღებს თუ არა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას რუსული კანონის უარყოფით შედეგებზე - პარლამენტის თავმჯდომარის იერიში პარტნიორებზე

29.05.24 13:23
იღებს თუ არა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას რუსული კანონის უარყოფით შედეგებზე - პარლამენტის თავმჯდომარის იერიში პარტნიორებზე

კრემლის გგემას სისრულეში საბოლოოდ შალვა პაპაუვილი მოიყვანს - რუსულ კანონის ასამოქმედებლად ხელს პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღეში მოაწერს. მაგრამ დღეს ვერც პაპაშვილმა და ვერც "ოცნების" დეპუტატებმა ჟურნალისტებს ვერ უპასუხეს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას რუსული კანონის შედეგებზე, რომელიც ქვეყნას ემუქრება. 

ამის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ იერიში საერთაშორისო პარტნიორებებზე მიიტანა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. 

ის აქტორები, რომელიც თავის დროზე პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ თავის დროზე ლამის მიხეილ სააკაშვილს, რომ მის გამოშვებას ლამის წინაპირობად გვიყენებდნენ კანდიდატის სტატუსისა, იგივე სახელები, იგივე სახეები, ვსიაც თქვენ დღეს ხედავთ განცხადებებში, ჰქოდნა 2 წლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ. იგივე სახეები ჩართულები იყვნენ რუსული სტილით ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდაში და დეზინფორმაციაში. 

ყველა ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა, გამოვიდეს, მოიხადოს ბოდიში, ამოშალონ რეზოლუციებიდან ის ტყუილი ჩანაწერები, რომლებიც ევროპარლამენტში და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აკადრეს ასეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებს და შემდეგ გადავიდნენ მეორე საკითხზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იყო არის და იქნება ქართველი ხალხის ინტერესში", - განაცხადა პაპუაშვილმა

მსგავსი სიახლეები