პრესის და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს. მიშელი ასევე აცხადებს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა არ არის მარგინალური საკითხი.
მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი.
პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული, ", - განაცხადა მიშელმა.
შარლ მიშელმა ყველა პოლიტიკურ პარტიას 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.
ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს ამ შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს ხელი მას", - თქვა შარლ მიშელმა.