პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ აშშ და EU საქართველოში ფარულად "რადიკალურ ჯგუფებს" აფინანსებენ
პარლამენტის თავმჯდომარე სტრატგიული პარტნიორების გაფრთხილებებს და კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათ ქვეყანაში ემოციების წახალისება სურთ. შალვა პაპუაშვილი ისევ ირწმუნება, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოში ფარულად და კანონის გვერდის ავლით პოლიტიკურ პარტიებსა და "რადიკალურ ჯგუფებს" აფინანსებენ.
თავისთავად, უცნაური და არასწორი იყო ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უცხოური აქტორების მხრიდან ამ ორი თვის განმავლობაში, რომელიც აშკარად გადაჭარბებული იყო და რომელიც აშკარად ერთადერთ რამეს უწყობდა ხელს, რომ წაეხალისებინა აქ ემოციები ნაცვლად საღი და რაციონალური მსჯელობისა. მათ შორის, უცხოური აქტორების განცხადებებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ჩახშობილიყო საქართველოში დემოკრატიული დისკუსიის პროცესი. არცერთმა უცხოელმა აქტორმა არ გამოთქვა მზაობა, რომ იყოს თავად გამჭვირვალე ქართველი ხალხის წინაშე. არადა, დღეს საქართველოში ფარულად იხარჯება ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული, ფარულად იხარჯება აშშ-ს ბიუჯეტიდან ფული ისე, რომ ეს ფული რიგ შემთხვევებში მიდის კანონის გვერდის ავლით და კონსტიტუციის დარღვევით პოლიტიკური პარტიების სალაროებში დაისე, რომ ეს ფული ფარულად იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, - ამბობს პაპუაშვილი.
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ სტატებშ პროცესები უკვე დაწყებულია. მომდევნო კვირაში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ს კონგრესში პირველი მოსმენა გაიმართება, სადაც მეგობარი აქტის ფარგლებშ კონგრესმენები იმსჯელებენ, რა ზომებს გაატარებენ ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ.