ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს საკრებულოში საქმიანობას და ბოიკოტის რეჟიმში გადადის

29.05.24 13:50
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს საკრებულოში საქმიანობას და ბოიკოტის რეჟიმში გადადის

„ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს საკრებულოში საქმიანობას და ბოიკოტის რეჟიმში გადადის.“

დავით მჟავანაძის განცხადებით, ენმ-ს ამის გადწყვეტილება პარლამენტში მიღებული რუსული კანონის გამო მიიღოს.

„ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტში მიღებულ რუსულ კანონს, დაგვეტოვებინა საკრებულოს სხდომა და გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და ამ განცხადების გაკეთება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის “ქართული ოცნების” და უკვე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გვეთქვა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმა გამოგვეხატა და სიმბოლური იყო ის, რომ ისინი გამოცხადდნენ რუსული რუბლებით. მე მათ მოვუწოდებ, რომ რუსული რუბლები შეინახონ, რადგან მათ დასჭირდებათ, ვეღარ იფრენენ დასავლეთის ქვეყნებში და როდესაც მოუწევთ წითელ მოედანზე წასვლა, აუცილებლად დასჭირდებათ იქ ეს რუსული რუბლები.” - განაცხადა დავით მჟავანაძემ
 

მსგავსი სიახლეები