"ვიხილეთ წარმოუდგენელი შანტაჟი და მუქარა" - კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ პარტნიორებს საქართველოში უკრაინის სცენარის გამეორება სურდათ
კახა კალაძე სტრატეგიულ პარტნიორებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. "ოცნების" გენერალური მდივანი ისევ ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ იმის გამო "შეურაცხყოფს", რომ მათ ქვეყანა უკრაინიზაციისგან იხსნეს.
ამასთან, კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირშ გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები მაინც გაიხსნება და ქვეყანა ამ მხრივ "შანტაჟის" მსხვერპლი აღარ გახდება.
ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა. მზად ვართ იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. აქაც, მინდა მჯეროდეს ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული როგორც კანდიდატის სტატუსის დროს, - ამბობს კალაძე.
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ სტატებშ პროცესები უკვე დაწყებულია. მომდევნო კვირაში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ს კონგრესში პირველი მოსმენა გაიმართება, სადაც მეგობარი აქტის ფარგლებშ კონგრესმენები იმსჯელებენ, რა ზომებს გაატარებენ ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ.