დაჩი ბერაია რუსულ კანონზე ხელმოწერით ამაყობს
"ხალხის ძალის" დეპუტატი დაჩი ბერაია რუსულ კანონზე ხელმოწერით ამაყობს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის.
მე ვურჩევდი იმ ევროპარლამენტარებს და იმ პირებს, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოს საკითხზე, გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო.
მე ამაყი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ ჩემს გუნდთან ერთად მივიღე. ეს იყო ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის", - ამბობს დაჩი ბერაია.
გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოდადებულ კანონს უმრავლესობის დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი.