ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - მინისტრი

29.05.24 14:26
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - მინისტრი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე განაცხადებების მიღება დასრულდა.

ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა და თქვა, რომ განაცხადი მხოლოდ ჩინურ კომპანიას აქვს წარდგენილი - ეს კომპანია კონსორციუმი "სი სი სია".

ამ განცხადებით, ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული ის ერთადერთი მონაწილე, ანუ ჩინური კომპანია გახდება, ვინც განაცხადი წარადგინა.

რატომ არ მიიღეს ამ კონკურსში მონაწილება სხვა მსხვილმა კომპანიებმა, რომლებსაც ჰქონდა ინტერესი, მინისტრი პასუხობს, რომ სავარაუდოდ, მათთვის პირობები მისაღები არ იყო.

„საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ახლა ჩნდება კითხვა, მოარგო თუ არა პირობები საქართველოს მთავრობამ ჩინურ კონსორციუმს, რომ სტრატეგიული პორტის მშენებლობა მისვის გადაეცა.