ხმაური ფოთის საკრებულოში - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს

29.05.24 14:51
ხმაური ფოთის საკრებულოში - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს

ფოთში საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. რუსული კანონის მიღების შემდეგ ფოთელმა ოპოზოციონერებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველ გუნდს უთხრეს, რომ მოღალატეები არიან და არჩევნებში დამარცხდებიან.

ოპოზიციის ამ განცხადებამ "ქართული ოცნების" დეპუტატები გააღიზიანა, ისმოდა შეურაცხმყოფელი მიმართვები. საბოლოოდ, საკრებულო ოპოზიციონერი წევრების გარეშე გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები