პოლიტიკური დაკვეთა იყო - მიხეილ ბატურინის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
ვლდიმერ ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მიხეილ ბატურინი პირველი კომენტარს "ტვ პირველთან აკეთებს.
მისი თქმით, საქმე მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული იყო:
მადლობელი ვარ, თან გაბრაზებულიც. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში ასეთ უსამართლობას აქვს ადგილი.
დაკავებისას ისინი მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ გემზე - სასაცილო ცირკი ჩაატარეს, პოლიტიკური დაკვეთა იყო"- აცხადებს ბატურინი.
მისი თქმით, ციხეში მათი ხელმოწერის მოსაპოვებლად ადმინისტრაციამ გარკვეულწილად სპეცოპერაციაც კი ჩაატარა:
ხუთშაბათს დაიწყო ეს კამპანია, გრძელდებოდა პარასკევ-შაბათს. ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ჩვენი ხელმოწერა. იკადრეს ისიც, რომ მოიტანეს რაღაც სამედიცინო დოკუმენტი, გვეუბნებოდნენ, რომ სავალდებულო იყო ხელმოწერა. კეთდებოდა იმისთვის, რომ კამერებს დაეფიქსირებინა, რომ თითქოს ხელი მოვაწერე შეწყალებას, რომ მერე ეს დოკუმენტი უკრაინელებისთვის ეჩვენებინათ. დღეს დილით გამაღვიძეს და გამომაგდეს"- თქვა მან.