რა ღალატი, რის ღალატი, ქვეყნის დამოუკიდებლობა გვინდა - პაატა კვიჟინაძე

29.05.24 15:29
რა ღალატი, რის ღალატი, ქვეყნის დამოუკიდებლობა გვინდა - პაატა კვიჟინაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის დამტკიცებას "ღალატთან" კავშირი არ აქვს და მათ მიზანს, მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, არ სურთ, რომ ქვეყანას ენჯეოები მართავდნენ. 

გაოცებული ვარ იმით, როგორ არიან გახარებული კოლეგას რომ სანქცია დაუწესონ. რა იყო, რა უბედურებაა, რამ გაგახარათ, რამ შეგაზარათ ან ქვეყანა და ან ხალხი. რა ღალატი, რის ღალატი, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა. არ გვინდა, ადრე კომუნისტური პარტია მართავდა და ახლა ენჯეოებმა მართონ ქვეყანა, - თქვაკ ვიჟინაძემ. 

მსგავსი სიახლეები