რუსული კანონის მიღების დღიდან გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელება დაპაუზებულია - ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ - ომბუდსმენის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი კობა ნადირაძე წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი რუსულია. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების დღიდან დაწყებულია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ფორმალური დაპაუზების პროცესი.
რუსული კანონის მიღების დღიდან დაწყებულია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ფორმალური დაპაუზების პროცესი. შეგვიძლია მოვინიშნოთ ეს დღე და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, - წერს ნადირაძე.