კანონი შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს EU-ს - საფრანგეთის საელჩო რუსულ კანონზე

29.05.24 16:37
კანონი შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს EU-ს - საფრანგეთის საელჩო რუსულ კანონზე

კანონი შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს EU-ს, რომლის კანდიდატიც საქართველოა - ახე ეხმაურება საფრანგეთის საელჩო "ქართული ოცნების" მიერ ვეტოს დაძლევას.

საფრანგეთი სინანულს გამოხატავს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებაზე გადაწყვეტილების გამო, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა ევროკავშირთან. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შეუცვლელ როლს დემოკრატიაში. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ევროპულ გზას", - წერს ელჩი.

მსგავსი სიახლეები