ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს გადაიბარებს, მინიმუმ 6 ქვეყანაში შავ სიაშია - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

29.05.24 17:15
ჩინური კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს გადაიბარებს, მინიმუმ 6 ქვეყანაში შავ სიაშია - საგანგებო ბრიფინგი "ლელოში"

მინდა ნათლად და ცალსახად ვთქვა! ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს განცხადებები - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში"?!

დიახ, სწორედ ანაკლიის ჩაგდება იყო პირველი ნათელი გზავნილი, რომ რუსული მთავრობა და რუსული ძალები მართავს ამ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველა ნათლად ვხედავთ რეალობას.  გავრილოვი, რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა დიახ ეს არის დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ანაკლიით და მთავრდება ანაკლიით - ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება ბოლო წერტილია ამ ხელისუფლების რუსული  გეოპოლიტიკური ზრახვების.

მინდა ყველამ კარგად იცოდეს რაში გაიცვალა ღიავდა გამჭირვალე დასავლური ინვესტიცია:

China Communications Construction Company (CCCC) არის მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენბლო კომპანია, რომლის 63.8%-იან წილს ფლობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. (აქციონერები არიან Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase). 

მათ განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად:

  • 2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC- გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა
  • ეკვადორში, CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, თუმცა ობიექტების 80 პროცენტზე მეტი გამოუსადეგარი დარჩა, სტრუქტურული ხარვეზების გამო.
  • 2018 წელს ბანგლადეშმა CCCC-ის შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის
  • 2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC სარკინიგზო პროექტი კორუფციისა და overbilling-ის (ზედმეტის გადახდევინების პრაქტიკა) გამო
  • 2018 წელს CCCC- შვილობილი კომპანია კენიაში ამხილეს, რომ ადგილობრივ მუშახელს ჩინელი მუშახელის ანაზღაურების მესამედს უხდიდნენ.
  • 2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნაკომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიებისსახელები, რომელთა სიაში CCCC იყო

და ისევ, ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს მის გახვევას. ოფშორების კანონით დაწყებული საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული. ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

თუმცა არ გაუვათ! ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ძალიან მალე, 26 ოქტომბერს. არ გაუვათ იმიტომ რომ თბილისსა და საქართველოს ყველა ქალაქში ასიათასობით ახალგაზრდა დგას და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც 26 ოქტომბერს გავისტუმრებთ მოსკოვში.  რუსულ ყაიდაზე ამ ქვეყნის მართვა და საქართველოს ეროვნული ინტერესების ნგრევა "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა. 

 

მსგავსი სიახლეები