ტელევიზორში ნანახი ე.წ. კანონდარღვევა - შსს-მ აქციის მონაწილესთან დავა წააგო

29.05.24 17:35
ტელევიზორში ნანახი ე.წ. კანონდარღვევა - შსს-მ აქციის მონაწილესთან დავა წააგო

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებთან ვახტანგ გომელაურმა სასამართლო დავა წააგო - შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტების გასამართლებას იმდენად აბრსურდული და გაყალბებლული მტკიცებულებებით ითხოვდა, რომ ეს ვერსია მოსამართლე კობა ჩაგუნავამაც კი არ გაიზიარა და საქმე საერთოდ შეწყვიტა. 

თორნიკე ნინიკაშვილი გამართლებულია, აქტივისტს პოლიცია ტელევიზორში ნანახი ე.წ. კანონდარღვევას ედავებოდა.

ეს საქმე უპრეცედენტო იყო რადგან, არსებობდა ერთადერთი მოწმე პოლიციელის ჩვენება, რომელმაც ოქმი შეადგინა, მაგრამ მან სამართალდარღვევა არა აქციაზე, არამედ ტელევიზორში ნახა და რამდენიმე დღეში უკვე სასამართლოში ოქმით შევიდა, რომ ნინიკაშვილი რამდენიმეათასლარიანი ჯარიმით, ან 15 დღიანი პატიმრობით დაესაჯათ.


 

მსგავსი სიახლეები