ნაგავი, დამპალი, მოღალატე, ნაბიჭვარი - "ოცნების" მაგინებელი დეპუტატი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა

29.05.24 17:28
ნაგავი, დამპალი, მოღალატე, ნაბიჭვარი - "ოცნების" მაგინებელი დეპუტატი რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა

 

 

ხმაური, დაპირება და გინება პარლამენტის სხდომაზე - "ხალხის ძალის" დეპუტატმა რომან გოცირიძეს აგინა. მიზეზი ოპოზიციონერის მიერ სოციალურ ქსელში  დაწერილი პოსტი გახდა,  სადაც რუსული კანონის მხარდამჭერებს  როგორც საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციონერი  "მოღალატეებად " აფასებდა.

ეს  პოსტი  დაჩი ბერაიასთვის  იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ  დეპუტატს  უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა. აქტიურობდა მიშა ყაველაშვილიც, ოცნების დანაყოფის კიდევ ერთი მაგინებელი დეპუტატი, ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდებოდა, როდესაც მმართველი პარტია,  ოლიგარქის მილიარდების დასაცავად კანონს ამტკიცებდა.

თავდასხმა "ქართული ოცნების" მაშველმა რგოლმა სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელა - დაჩი ბერაია ამბობს, რომ გოცირიძისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

რას წერს რომან გოცირიძე facebook პოსტში? 

ვინ არ უჭერს მხარს რუსულ კანონს? წესიერი, პატრიოტი მოქალაქე. 
ვინ უჭერს მხარს რუსულ კანონს?: ხეპრე, გოიმი, ქაჯი, უტვინო, ყეყეჩი, ხამი, შეუგნებელი, უგუნური, ჩლუნგი, ღალატიანი, გაყიდული, სინდისგარეცხილი, უსირცხვილო, ფარისეველი, ორგული, უპატიოსნო, ქლესა, ქვეშქვეშა, მუხთალი, უთავმოყვარეო, უპასუხისმგებლო, უზნეო, უნასმუსო, ფლიდი, ცბიერი, ქვემძრომელა, პირფერი, ნაძირალა, საძაგელი, უტიფარი, სულმოკლე, წუნკალი, წამღლეტი, შემძრომი. 
რუსული კანონის მომხრეებმა შეგიძლიათ აქედან ამოარჩიოთ ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი და დაუსვით დიაგნოზი საკუთარ თავს. 
გადავწყვიტე რამდენიმე დეპუტატი შემომეწმებინა ამ კრიტერიუმების მიხედვით და ოი, საოცრებავ, ყველა თვისება არ აღმოაჩნდათ ერთდროულად?!"- დაწერა დეპუტატმა. 

 

მსგავსი სიახლეები