"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება

29.05.24 18:02
"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ  „ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება. პაატა კვიჟინაძის თქმით,  თუ ფიზიკურ პირს, კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ამ პირს სახელმწიფო ერთჯერადად აპატიებს.

"ოფშორები ან იურისდიქციაშია დასავლეთის, ან აკონტროლებენ მთლიანად. იქ ვერ მოხდება შავი ფული, რუსული ფული, სანქცირებული და ა.შ. მაშინ გამოდის, რომ ისინი იფარავენ ხალხს სანქციებისგან, რა სანქციებსაც თავად აწესებენ. ამის გარდა, ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ოფშორებიდან ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მის უკან ვინ დგას და ა.შ. ამიტომ მაგნაირი არაფერი არ არის.

რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება. გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, რომ ასეთი კომპანია 3200-ია. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ საქმე ეხება იმას, რომ თუ ფიზიკურ პირს კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ერთჯერადად ვპატიობთ გადმოსვლის მომენტს“,- აცხადებს კვიჟინაძე.

ივანიშვილის გუნდმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია - ე.წ. ოფშორების კანონზე მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  უყარეს კენჭი.

1 მომხრე 64 წინააღმდეგი -  ამ შედეგით დაიძლია პრეზიდენტის ვეტო დღეს.  

 

მსგავსი სიახლეები