ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის - ეკა გიგაური

29.05.24 18:34
 ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის - ეკა გიგაური

ეს 149 დღე იქნება ის პერიოდი, როდესაც ქართველმა ხალხმა არ უნდა შეასუსტოს თავისი ძალისხმევა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმი იქნება, ევროპასა და რუსეთს შორის. 

გიგაური კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არასამთავრობო სექტორი რუსული კანონს არ დაექვემდებარება. 

ამ 149 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა შევიდეთ ყველანაირ წინააღმდეგობაში. იცით თქვენ, რომ არასამთავრობო სექტორი არ დაექვემდებარება და არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნებს. ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი და არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ ყველანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ევროპა"- თქვა გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები