თბილისში პროკრემლისტებმა კონფერენცია გამართეს

29.05.24 18:54
თბილისში პროკრემლისტებმა კონფერენცია გამართეს

თბილისში პრორუსების კონფერენცია გაიმართა - ღონისძიება, სადაც "რუსოფობიის ასპექტები" განიხილეს, 24 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტისა და მისი ლიდერის,  გულბაათ რცხილაძის ორგანიზატორობით ჩატარდა. 

 „საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ისტორია განიხილეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ღონისძიებაზე წაიკითხეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსოფობიასთან დაკავშირებით , რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ ინიციატივას - კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“. პროკრემლის ორგანიზაციის არგუმენტები დიდწილად ემთხვევა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოზიციას.

პროკრემლლისტების რეზოლუცია  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "ღიად გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად". 

მსგავსი სიახლეები