საქართველომ გადამწყვეტი 149 დღის ათვლა დაიწყო - ხალხი მოქმედებაზე გადადის
149 დღე რეჟიმის შეცვლამდე. ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მასშტაბურის პროტესტის მონაწილეებმა გადამწყვეტი დღეების ათვალა დაიწყეს. ბრძოლა რომელმაც ქართველი ხალხის გარშემო მთელი ცივილიზებული სამყარო გააერთიანა 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებთან დასრულდება. ასეთ ცხადი არჩევანი არასდროს ყოფილა
კენჭისყრის დღეს ხალხი არა მხოლოდ პარტიას არამედ, ქვეყნის საგარეო კურსს ირჩევს. ეს აღარ არის ხელისუფლება რომელსაც ამერიკის შეერთებულის შტატები მხარს უჭერს, ასეთია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი სათქმელი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ. უწყვეტმა პროტესტმა რეჟიმი გააშიშვლა და თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რომ ქართული ოცნება რეალურად რუსული ოცნება იყო, ამაში საბოლოოდ დარწმუნდა.