რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მოჩვენებითი თავდაჯერებულობა - რა ხდებოდა პარლამენტში დღეს

29.05.24 20:07
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მოჩვენებითი თავდაჯერებულობა - რა ხდებოდა პარლამენტში დღეს

ღალატის აქტზე ხელმომწერების მოჩვენებითი თავდაჯერებულობა - რუსული კანონის დამტკიცებიდან მეორე დღეს  დეპუტატები ცდილობენ, ნერვიულობა არ დაეტყოთ. არ იმჩნევენ, თუმცა სახეზე აწერიათ დიდი სასოწარკვეთილება.  ეს მოჩვენებითი სიმშვიდე კი მაშინ ირღვევა, როცა კითხვა ღალატს ეხება. ამ სიტყვის  ხსენება რუსული რეჟიმის დეპუტატებს   მათ წონასწორობას სრულად აკარგვინებს.

ვერცერთი დეპუტატი ვერ იღებს პასუხისმგებლობას  რუსული კანონის დამღუპველ  შედეგებზე. რჩება განცდა, რომ არცერთს უფიქრია, რა გავლენას მოახდენს წლის ბოლოს რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.  არც მალავენ, რომ მათთვის პრიორიტეტული არა დეკემბერს ევროკავშირში მისაღები გადაწყვეტილება, არამედ ძალაუფლების  გახანგრძლივებაა. ამიტომ სწორება 2030 წელზე აქვთ.  ეს ის ვადაა, რაც ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნისთვის განსაზღვრა.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მოჩვენებითი თავდაჯერებულობა - რუსუდან დუმბაძის სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები