ანაკლიას ჩინური კომპანია ააშენებს - რა საფრთხეები არსებობს?

29.05.24 20:19
ანაკლიას ჩინური კომპანია ააშენებს - რა საფრთხეები არსებობს?

ანაკლიის პორტს ააშენებს კონსორციუმი, რომლის შვილობილი კომპანია ამერიკის მიერ არის სანქცირებული.  ეს კომპანია საფრთხეს უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტებს მსოფლიოს მასშტაბით - სწორედ ამ მიზეზით მოექცა ჩინური გიგანტი შტატების სანქციების ქვეშ. თავად კონსორციუმი კი არაერთ ქვეყანაში კორუფციულ გარიგებებშია მხილებული. საერთაშორისო სკანდალებისა და საფრთხის მიუხედავად ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა  ჩინურ - სინგაპურულ კონსორციუმს ჩააბარა. 

რუსული კანონისა და ოფშორების კანონის დამტკიცების შემდეგ რამდენიმე საათში ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ობიექტიც რუსულ-ჩინური გავლენების ქვეშ გადადის.  ირკვევა, რომ ჩინური კომპანია კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.  არადა მთავრობა რამდენიმე თვის წინ ირწმუნებოდა, რომ   ანაკლიის პორტის მშენებლობით ევროპული და ამერიკული კომპანიებიც დაინტერესებული იყვნენ. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისევ რუსული სცენარით დალაგდა.

ანაკლიას ჩინური კომპანია ააშენებს - ლიკა ჯანყარაშვილი ყველა დეტალით

 

 

მსგავსი სიახლეები