როგორ და რა მოტივით მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე სისტემამ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი?
"დაკავებულ აქტივისტებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობენ" - შოკისმომგვრელი ამბები ციხიდან ადვოკატებს გამოაქვთ. ტერორი და წამება რუსული მეთოდებით. რეპრესიების შედეგად ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითმკვლელობაც კი სცადა. მან დაზიანებები ბასრი საგნით მიიყენა და ამის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, თანამესაკნეების დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა იყო.
მთელი სისტემა ახლა იმაზე მუშაობს, რომ დაკავებულებისგან როგორმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოიპოვონ ჩვენებები. ეს იმისთვის, რომ შემდეგ თქვან, ხალხის პროტესტი პოლიტიზებულია და ახალგაზრდებს ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ გასვლა აიძულეს. ეს მაშინ, როცა 400 ლარიანი რკინის კონსტრუქციის დაზიანებისთვის აქტივისტებს 6 წლიანი პატიმრობისთვის სწირავენ.