სკანდალი: უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ

29.05.24 20:39
სკანდალი: უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ

უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. "თუ არ მიიღებ ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნებისთვის" სასურველ გადაწყვეტილებას ტვინს გაგასხმევინებენ" - ეს გზავნილი  მიიღო ბესო ალავიძემ. ყოფილი მოსამართლე ირწმუნება, რომ მუქარა  პირადად უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარისგან იყო. მოსამართლისგან ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე პარტიული და პოლიტიკური  გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ. 

ბესო ალავიძე ერთადერთი გამონაკლისი არ არის. სისტემიდან წამოსული მოსამართლეები იხსენებენ რა სახის  ზეწოლა მიმდინარეობდა მათზე, რომ ხელისუფლების დაკვეთა შეესრულებინათ და წინასწარ დაწერილი  განაჩენები გამოეცხადებინათ. ვინც უარი თქვა სისტემის მიღმა აღმოჩნდა. კლანი ყველაფერს აკეთებდა, რომ სასამართლო ინსტანციებში ისეთი მოსამართლეები დაეტოვებინა, ვინც ოცნებიდან წამოსულ ყველა მოთხოვნას მორჩილად მოაწერდა ხელს.

მოსამართლეების დაშინების პოლიტიკა - ანა მდივანი დეტალებით

მსგავსი სიახლეები