ჩინეთს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოპოვება სურს - რა თქვა NATO-ს ოფიციალურმა პირმა (იოზვიაკის ტვიტი)
ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის დასახელებაზე NATO-ს ოფიციალური პირის კომენტარს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ავრცელებს.
ჟურნალისტი არ ამბობს, ვინ არის ეს ოფიციალური პირი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი თქმით, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ჩინეთი აქტიურად ცდილობს, გავლენა მოიპოვოს საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
"გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენის მოპოვებას საზღვარგარეთის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება" - დაწერა იოზვიაკმა.
ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება.