ივანიშვილში დაინახა რუსი - მელიას თქმით, "ოცნებამ" პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგა

29.05.24 22:23
ივანიშვილში დაინახა რუსი - მელიას თქმით, "ოცნებამ"  პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგა

ჩვენი ამ ამოცანაა, საზოგადოებას ძლიერი ალტერნატიული არჩევანი შევთავაზოთ, მათ შორის "ქართული ოცნების" ყოფილ ამომრჩეველს - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდმა პროდასავლური განწყობის მქონე ამომრჩეველი დაკარგა. 

"ქართული ოცნების ამომრჩევლების დაახლოებით 1,3 ღიად პროდასავლური კურსის მხარდამჭერი იყო. ქართულმა ოცნებამ ეს ამომრჩეველი დაკარგა. ის მმართველ გუნდს არავითარ შემთხვევაში დაუბრუნდება, რადგან ივანიშვილში რუსი დაინახა. ამ ფონზე კი ძლიერი ალტერნატივის შეთავაზება მნიშვნელოვანია, და ასეთ ვითარებაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ივანიშვილი რა თქმა უნდა მძიმე პროცესების კვალდაკვალ, მაგრამ მაინც დამარცხდება"- თქვა მან. 

რაც შეეხება ოპოზიციის საერთო სიას, მელია ამბობს, რომ "ახალისთვის" ეს გამარჯვების ფორმულა არ არის.  ოპოზიციონერი აცხადებს, რომ ოპოზიციის არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. 

მსგავსი სიახლეები