"მედია თავდასხმის ობიექტია" - მდუმარე აქცია კონფერენციის პარალელურად
ბათუმში, სასტუმრო "შერატონთან", სადაც მე-17 საერთაშორისო კონფერენცია "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ.
მათი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ ხმა, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლამ სისტემატიური ხასიათი მიიღო.
"მედია თავდასხმის ობიექტია" - წერია ბანერზე, რომელიც ჟურნალისტებს უჭირავთ, ჩვენს კოლეგებს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოები აქვთ თან მიტანილი და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში გუშინ, 18 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.