41-ის მხარდაჭერა ნიშნავს პუტინის მხარდაჭერას - სალომე სამადაშვილი

29.05.24 22:42
41-ის მხარდაჭერა ნიშნავს პუტინის მხარდაჭერას - სალომე სამადაშვილი

41-ის მხარდაჭერა  ნიშნავს პუტინის მხარდაჭერას - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს. 

მისი თქმით, უკვე არ არსებობს "ქართული ოცნება", არსებობს ივანიშვილი და რუსული ხელისუფლება. 

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, ლეგიტუმურობა ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე დაკარგა. 

ამ ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა ფაქტობრივად დაკარგა. როდესაც შენ სანქცირებული ხარ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, როცა გეუბნებიან, რომ გახვედი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, და საქართველოს მოქალაქეების 90%-ის არჩევანს ეწინააღმდეგები, ლეგიტიმურობა დაკარგული გაქვს. ლეგალურობა, რომ ესენი არალეგიტიმურები არიან, უნდა გაფორმდეს არჩევნებზე. 

 

მსგავსი სიახლეები