"ერთიანი სია არ არის უალტერნატივო" - მელია თვლის, რომ "პოლიტიკური პარტიები უნდა გამსხვილდნენ"
ოპოზიციის საერთო სია უალტარნატივო არ არის - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მელია თვლის, რომ ახლა პარტიების გამსხვილება და "მინიმუმ ორი, სამი პლატფორმაა" საჭირო.
მისივე განცხადებით, "პარტია ახალისთვის არ არის გამარჯვების ფორმულა მაინცდამაინც ერთი ოპოზიციური სია.".
რაშიც ვართ დარწმუნებული, რაც მიგვაჩნია აუცილებლად გასაკეთებლად არის ის, რომ უნდა მოხდეს გამსხვილება პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. საქართველოს მოქალაქეების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს უნდა მივცეთ მინიმუმ ორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჯამი გაიზარდოს. არავის უნახავს ემპირიული მონაცემები, რომ ერთიანი სია არის წარმატების უალტერნატივო გარანტია. ამომრჩეველი არ არის მხოლოდ თბილისში, ამომრჩეველი არის დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა დასახლებაში, სადაც სხვა ტიპის მოთხოვნებიც დგება რუსული რეჟიმის შეცვლასთან ერთად. დიახ, არ მინდა რუსული რეჟიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა გაცილებით უკეთესი ხელისუფლება." - თქვა მელიამ.