მარტო კაცის არც თუ ისე ომახიანი ტაშის კვრა იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მარტო დარჩენილია ხელისუფლება - დეა მეტრეველი

30.05.24 11:10
მარტო კაცის არც თუ ისე ომახიანი ტაშის კვრა იმაზე მიუთითებს, თუ როგორი მარტო დარჩენილია ხელისუფლება - დეა მეტრეველი

მარტო კაცის არც თუ ისე ომახიანი ტაშის კვრა იმაზე მიუთითებს, თუ როგორი იზოლირებული და მარტო დარჩენილია ხელისუფლება - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორიი საკუთარი თავისთვის დაკრულ წარუმატებელ ტაშის კვრას .

მეტრეველის თქმით, ახალგაზრდების იძულება, იმ რეჟიმისთვის დაეკრათ თავი, რომელიც მათ ორი თვის განმავლობაში სცემს, არაფერში არ წერია, მითუმეტეს პირისგან, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს წარმოადგენს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა თავს უფლება მისცა მოეთხოვა ახალგაზრდებისთვის, იმ სისტემისთვის დაეკრათ ტაში, რომელიც ორი თვის განმავლობაში მათ სცემდა და ტაშის დაკვრით თანაზიარი გამხდარიყვნენ ქვეყნის ღალატისთვის. ჩვენ ვიხილიეთ ძალიან სიმბოლურად დარბაზში მარტო კაცის არც თუ ისე ომახიანი ტაშის კვრა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი იზოლირებული და მარტო დარჩენილია ხელისუფლება. ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების განწყობებებზე ქართველი ხალხის მიმართ არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს", - ამბობს დეა მეტრეველი. 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი დიდ უხერხულობაში ეხვევა. რუსული კანონისა და მოღალატეობრვიი აქტის მიმღები ხელისუფლების დაცვა თეიმურაზ დოჭვირს ძვირი უჯდება. 

სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული ვიდეო, რომლითაც ირკვევა, რომ  DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე თამაზ დოჭვირმა ერთი ადამიანიც კი ვერ მონახა დარბაზიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას ტაშს დაუკრავდა. ტაში არა თუმცა ხალხისგან მიიღო კრიტიკა. 

მსგავსი სიახლეები