"84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე

30.05.24 11:17
"84 წლის აზერბაიჯანელი ქალი ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის, არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა" - ჟურნალისტური გამოძიება მუქარის შემცველ ზარებზე

"ყველა ჩვენს რესპოდენტს ეჭვი აქვს და ნათლად აცხადებს, რომ სულ ცოტა წახალისებული არის სახელმწიფოს მიერ და ამას ისიც მინიშნებს, რომ ამ ისტერიულ ზარებზე არ დაიწყეს მყისიერი გამოძიება", - ამის შესახებ "აი ფაქტის" გამომძიებელი ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე საუბრობს.

ბრეგაძემ OCCRP-ის გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად მოიკვლია, ვინ რეკავდა უცხო ქვეყნის ნომრებით რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან და გაიირკვა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც რეკავდნენ აზერბაიჯანია. გამომძიებელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ აზერბაიჯანიდან შემოსული ნომრების მფლობელებს და გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა პენსიონერია და საერთოდ არ ჰქონიათ კავშირი მუქარის შემცველ ზარებთან.

ირკვევა, რომ ნომრები, რომლითაც მუქარის ზარები შესდიოდათ აქტივისტებს, ფიქსირდება აზერბაიჯანლი მსხვილ ოპერატორთან bakcell-თან, თუმცა მათთან გადამოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ნომრების უმრავლესობა რეგისტრირებული საერთოდ არ არის და ეს ყველაფერი უკავშირდება თაღლითურ ქსელს -  Caller ID Spoofing-ს- რა დროსაც ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება, რათა შენიღბოს მისი ვინაობა.

ერთეულ შემთხვევებში გავედით რეალურ ადამიანებთან, მაგალითად ერთი იყო 84 წლის აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლიდანაც არ გადის არათუ ვინმე ქართველთან დაერეკა, თუმცა გაკვირვებული იყო, რომ თავად იღებდა ქართველებისგან ზარებს და  ვერ იგებდა, რა უნდოდათ.

ყველა ზარი, რომელიც აზერბაიჯანიდან ფიქსირდებოდა ეკუთვნოდა bakcell-ს, რომელიც საბოლოო ჯამში, ალიევების ოჯახის ბიზნესპარტნიორს ეკუთვნის, დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ არცერთი ნომერი მათ მიერ გამოშვებული არ არის, ეს ხდება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით და ამ შემთხვევაში სატელეფონო ოპერატორები პასუხისმგებლობას ირიდებენ, თუმცა გვითხრეს, რომ დაიწყეს ქართველ ოპერატორებთან ერთად მოკვლევა და ამ შედეგამდე მივიდნენ.
ყველა ჩვენს რესპოდენტს ეჭვი აქვს და ნათლად აცხადებს, რომ სულ ცოტა წახალისებული არის სახელმწიფოს მიერ და ამას ისიც მინიშნებს, რომ ამ ისტერიულ ზარებზე არ დაიწყეს მყისიერი გამოძიება,“ - ამბობს ნანუკა ბრეგაძე.

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.  

 

მსგავსი სიახლეები