კანონს შედეგები აუცილებლად მოჰყვება. არ გამიკვირდება, თუ ევროკომისია შტატების მსგავსად სანქციების შეთავაზებას გააკეთებს - კუბილიუსი

30.05.24 11:31
კანონს შედეგები აუცილებლად მოჰყვება. არ გამიკვირდება, თუ ევროკომისია შტატების მსგავსად სანქციების შეთავაზებას გააკეთებს - კუბილიუსი

"კანონს შედეგები აუცილებლად მოჰყვება. არ გამიკვირდება, თუ ევროკომისია შტატების მსგავსად სანქციების შეთავაზებას გააკეთებს" - ამის შესახებ "პირველებთან" ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აკეთებს და რუსული კანონის დამტკიცებას ემხაურება.

კუბილიუსი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს შესაბამისი რეაგირება ექნება რუსული კანონის დამტკიცებაზე.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კრემლის პოლიტიკას ატარებენ, რის გამოც დასავლური სამყაროსგან ისინი იზოლირებულები არიან.

კუბილიუსი აქცენტს აკეთებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩვენებზე და ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი იქნება დასავლეთისთვისაც.

ჩვენი რეაქცია არ დააყოვნებს. ამ კანონს შედეგები აუცილებლად მოჰყვება. ცალკეული წევრი სახელმწიფოებიც მიიღებენ ზომებს. ახლა ჩვენ მოახლოებული არჩევნები გვადარდებს. მისცემს კი საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს სათანადო შესაძლებლობას მათი ნამდვილი ნება გამოხატოს? არ გამიკვირდება თუ ევროკომისია შტატების მსგავსად სანქციების შეთავაზებას გააკეთებს. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება შეაჩერა, ერთადერთი გამოსავალი ევროკავშირის გზაზე დაბრუნების არის გყავდეთ ახალი მთავრობა. ახლა ყველაზე დიდი ყურადღება მომავალ არჩევნებზე იქნება გამახვილებული. მთავრობის მაღალჩინოსნები კრემლის პოლიტიკას ატარებენ, ეს არ ეხება მხოლოდ რუსულ კანონს. ჩვენ ევროკავშირის კლუბში ვერ გვეყოლება ისეთი წევრი ქვეყანა, რომელიც არ მიჰყვება ჩვენს ღირებულებებს.  არჩევანი არჩევნებზე უნდა გააკეთოთ, გეყოლებათ იგივე მთავრიბა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრობის პერქსპექტივა არ გაექნბათ. 
საქართველოს მთავრობა ახლა სრულიად იზოლირებულია და ასეც დარჩება. ევროკავშირის წევრს სახელმწოფებს ამ მთავრობის და მათი ინსტიტუტების მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული,' - ამბობს კუბილიუსი.

მსგავსი სიახლეები