"თუ კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ჯარიმები დაერიცხება" - "ოცნების" მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციებს

30.05.24 11:39
"თუ კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ჯარიმები დაერიცხება" - "ოცნების" მუქარა არასამთავრობო ორგანიზაციებს

რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება მუქარაზე გადავიდა - ივანიშვილის გუნდი სამოქალაქო საზოგადოებას უპირისპირდება.

"ოცნება" აანონსებს, რომ ვინც უცხოური ინტერესების გამტარ რეესტრში რეგისტრაციას არ გაივლის, ყველას ჯარიმებს გადაახდევინებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები შურისძიებისთვის ისედაც მზად იყვნენ, თუმცა ირკვევა, რომ სანქცირების შემთხვევაში თანხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცებს იმ პროექტებიდან ჩამოეჭრებათ, რომლითაც ხალხს ეხმარებიან.

კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის შემდეგომ უკვე ერთთვიანი ვადა ჩაირთვება იმისა, რომ ნებისმიერ იურიდიულ პირს, არასამთავრობო  სექტორს და ტელეკომპანიას, რომელიც 20 პროცენტზე მეტით ფინანსდება უცხოეთიდან, ექნება ვალდებულება რომ დარეგისტრი8რდეს შესაბამის ვებგვერდზე და შეავსოს შესაბამისი დეკლარაცია. 
ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა გავაგრძელებთ იმ უცხოური ძალების ნებისმიერ არასწორ შემოტევას, რომელიც შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყო და გაცხადდა, რომ ეს დაგეგმილი იყო საქართველოს წინააღმდეგ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ის არც აქამდე გვემორჩილებოდა და ჩვენ თუ გვიცხადებს დაუმორჩილებლობას, ეს უაზრობაა და თუ კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს, იქ არის ჯარიმების სახით, შეზღუდვებზე აქ საუბარი არ არის, მაგრამ ჯარიმები დაერიცხება,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანონი დიდხანს არ გააგრძელებს ოპერირებას საქართველოში.

არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე გაჩერდა ბევრი პროექტი და პროგრამა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს, თუმცა თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ დაემუქროს საქართველოს მოქალაქეებს, ამასაც ექნება კონკრეტული რეაგირება,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები