ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! - ბადრი ჯაფარიძე
ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, "ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიხედვით დღეს, აღნიშნული ფონდი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.
შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - რუსული კანონის მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა.
აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა.
ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.
ეს არის რუსული კანონის შედეგი, რითიც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.
მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმ
პროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთის, ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს.