ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს - კობახიძე გერმანიის ელჩს თავს ესხმის

30.05.24 11:47
ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს - კობახიძე გერმანიის ელჩს თავს ესხმის

"ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ელჩი რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული" - ამ განცხადებით პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს.

პრემიერი გაღიზიანებულია გერმანიის ელჩის გუშინდელი განცხადებით, სადაც თქვა, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და რომ "ამ [რუსული] კანონით არ გავხსნით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს".

გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული", - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები